პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით აჭარაში შეიქმნა მცირედი შეფერხება

პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით აჭარაში შეიქმნა მცირედი შეფერხება, რომელიც დღეის მდგომარეობით, უკვე აღმოფხვრილია როგორც ლაბორატორიული ასევე გადაუდებელი სამსახურების მხრიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, თუ რატომ შეიქმნა პრობლემები აჭარაში სასწრაფო ბრიგადების დროულად მომსახურებასთან დაკავშიებით.

მისივე თქმით, აჭარის რეგიონში ბოლო დღეებში ტესტირებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც მათი მხრიდან გეგმიურად იყო განსაზღვრული.

„ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება, თუ რატომ ვატარებდით ჩვენ აჭარაში ასეთ მასშტაბურ ტესტირებას. რა თქმა უნდა, იყო სირთულეები ლაბორატორიებთან დაკავშირებით, რადგან ეს მონაცემები გარკვეულ კონტროლსა და გადამოწმებას საჭიროებდა, რათა დაუზუსტებელი ინფორმაციები არ ყოფილიყო. შესაბამისად ეს საჭიროებდა სისტემაში ატვირთვას და საგანგებო სამსახურისთვის გადაცემას, რის შემდეგადაც მოხდებოდა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. არქედან გამომდინარე, შეიქმნა მცირედი შეფერხება, რომელიც დღეის მდგომარეობით, უკვე აღმოფხვრილია როგორც ლაბორატორიული ასევე გადაუდებელი სამსახურის მხრიდან.

რაც შეეხება გადაუდებელ სამსახურსა და მის მომსახურეობას, იცით, რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმ ავტომანქანების, ექიმების ბრიგადების მხრიდან, რომელთაც უსაფრთხოთ გადაჰყავთ პაციენტები. ეს კი გარკვეულ დროს საჭიროებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადების ექიმები აღჭურვილობას იცვლიან, ავტომანქანები კი დამუშავებას საჭიროებს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის რგოლი სრულადაა ჩართული პაციენტების მონიტორინგში.

banner
წინა სტატიაშიგურიაში კორონავირუსი ორი თვის ბავშვს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს ტელედებატებში იწვევს