23.5 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

“PACE-ს რეზოლუცია თავიდან ბოლომდე აბსურდია”- ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკა და მას „აბსურდული“ და „ტყუილებით სავსე“ დოკუმენტი უწოდა.

წილოსანის განცხადებით, რეზოლუციაში არარსებული ფაქტებია მოყვანილი და ის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმას წარმოადგენს.

მან განსაკუთრებით გააკრიტიკა უკრაინის დელეგაციის, მათ შორის ალექსეი გონჩარენკოს პოზიცია, რომელიც, დეპუტატის თქმით, საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილია.

წილოსანმა რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის „პოლიტპატიმრად“ მოხსენიება სრულ აბსურდად შეაფასა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 83 ხმით მიიღო. დოკუმენტში საუბარია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ ზეწოლაზე. რეზოლუცია ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის პრაქტიკის მიუღებლობას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო – უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
შემდეგი სტატიადეკანოზი გიორგი წეროძე: ელენე ხოშტარიას ტკივილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს