25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

PACE-ს დამკვირვებელი: სომხეთის არჩევნები რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა

სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებით დაძაბულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, პირდაპირი უცხოური ჩარევის ფონზე წარიმართა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის დელეგაციის წევრმა, ედიტე ესტრელამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით, მოსკოვის მიზანს სომხეთის საკუთარი გავლენის სფეროში შენარჩუნება წარმოადგენდა, რისთვისაც კრემლმა ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენა.

„მოსკოვის მხრიდან ზეწოლამ და მუქარამ მიაღწია უპრეცედენტო და შემაშფოთებელ დონეს. ჩვენ ისიც კი მოვისმინეთ, რომ ბატონი პუტინი საუბრობდა შესაძლო უკრაინულ სცენარზე, თუ სომხეთი გააგრძელებს პროევროპულ გზას.“ — ედიტე ესტრელა.

მუქარის მიუხედავად, PACE-ს წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას და აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე პოზიტიური გარემო დახვდათ.

banner
წინა სტატიაშიიოზვიაკი: 11 ივნისის შეხვედრა თბილისისთვის “ბოლო გაფრთხილებაა” — საქართველო შესაძლოა სატესტო შემთხვევა გახდეს
შემდეგი სტატიანიკოლოზ მეტრეველი: გალუზინს პირდაპირ ვუთხარი, რომ ოკუპაციის პირობებში “3+3 ფორმატი” ჩვენთვის მიუღებელია