PACE-ის გზავნილი და ივანიაშვილის გუნდი – “ქართული ოცნება” ევროსაბჭოს მონიტორების წინააღმდეგ

ევროსაბჭოს მწვავე გზავნილი “ოცნებისთვის” მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა – ივანიშვილის გუნდის წევრები დღეს ამტკიცებდნენ, რომ PACE-ის დასკვნა წინასწარ, იქამდე იყო დაწერილი, სანამ ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდოდა.

“ოცნების” დეპუტატები დღეს იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ PACE-ის მომხსენებლებმა საქართველოში ვერც ვერაფერი მოისმინეს და არც რაიმე გაითვალისწინეს..

დიქტატურის საფრთხე საქართველოში -წერს საკუთარ შეფასების ტექსტში ევროსაბჭოს დელეგაცია და ოცნებისგან კანონების გაუქმებას და პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის შეწყვეტას ითხოვს. ტექსტში გამოთქმულია წუხილი იმის გამო რომ დელეგაციის წევრებს შლვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელთან შესვლის საშუალება არ მისცა. ოცნების კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს კი აკვირვებს, რატომ შეიძლებოდა ევროპელ პოლიტიკოსებს მზია ამაღლობელთან შეხვედრის სურვილი გასჩენოდათ.

ევროსაბჭოს მომხსენებლების ანგარიში დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოში შვეიცარიის საელჩომაც.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ აშშ-ისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღო – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისიც ადასტურებს
შემდეგი სტატიაზელენსკის ოფისში ადასტურებენ, რომ უკრაინამ აშშ-ისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღო