პაატა ზაქარეიშვილი : უსუფაშვილი უნიკალური ნიჭის ადამიანია, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ კი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას

დავით უსუფაშვილი უნიკალური ნიჭის ადამიანი, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ კი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავით უსუფაშვილი უნიკალური ადამიანია, ის ყოველთვის ცდილობდა გაენეიტრალებინა სიტუაცია.

“ვცდილობ გავანეიტრალო სიტუაცია აფხაზებთან, ოსებთან რაღაცეები გამომდის და ეს ვერ გამომდიოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როდესაც ხედავ, რომ აფხაზს რაღაც ინტერესები აქვს, შეგიძლია ჩაუჯდე მას ინტერესში და შემოატრიალო, მაგრამ მე ვერ ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესს სიტყვაზე, უსუფაშვილი ხედავდა და ცდილობდა მათთან საერთო ენის გამონახვას. ვთვლი, რომ კონფლიქტების სფეროში რაღაცა მესმის და წარმატებულიც ვარ, მაგრამ ათასჯერ უფრო წარმატებულია დათო ჩემთან შედარებით. მას შეუძლია ყველაზე უფრო მიუღებელ ხალხთანაც კი იპოვოს საერთო ენა და მათთან ერთად რაღაც საქმეც კი აკეთოს, რაც მაგალითად მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება საქმე ვაკეთო „ნაციონალურ მოძრაობასთან”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ხმალაძე : “ამ ეტაპისთვის მე უპარტიოს სტატუსი მაქვს”
შემდეგი სტატიამარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეორე ტურის მიმდინარეობის დროს დაწერილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს