პაატა ზაქარეიშვილი:ეს ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი მსხვერპლია

zaqareishvშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არა რუსეთის ფედერაციას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებს აკისრებს.

ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს კონფლიქტებში საერთაშორისო ორგზანიაზაციების მხრიდან ჩართულობა არ ხორციელდება.

„არ არსებობს არანაირი საერთაშორისო ორგანიზაცია, არანაირი ჩართულობა ჩვენს კონფლიქტებში. რუსეთისგან არ უნდა ვითხოვდეთ, არამედ ორგანიზაციებისგან. რუსეთი რას დასჯის, უცხოური ორგანიზაციებიდან ვითხოვთ, რომ ამაზე იყოს ძალიან სწორად ყურადღება გამახვილებული“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხურჩაში მომხდარი მკვლელობა მოქმედი ხელისუფლების პერიოდში პირველი მსხვერპლია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ერთადერთი იყოს.

„ეს ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი მსხვერპლია, რაც რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც ამდენ ხანს ხორციელდებოდა. ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, მაგრამ მკაცრად და მკაფიოდ მოვითხოვთ, რომ ის ადამიანი დაისაჯოს. ეს საშინელი მკვლელობაა, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არანაირად არ არის. ჩვენდა საუბედუროდ, გამონაკლისი მკვლელობა მოხდა. ეს არ არის სისტემური ხასიათის. რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, ის არ მეორდება“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

30 წლის გიგა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ავტოავარია მოხდა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი:”ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება – ცუდი და კარგი, ხელისუფლების კისერზეა”