პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილმა შეცვალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრად ქეთევან ციხელაშვილი წარადგინა.

ახალი მინისტრი დღემდე პაატა ზაქარეიშვილის მოადგილე იყო.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.
ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს 1-ელი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მათ მიერ თანამდებობების დატოვება „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

 

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) პრემიერმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია წარადგინა
შემდეგი სტატიალევან იზორია: ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ