პაატა ზაქარეიშვილი: „რუსთავი 2“ უნდა დამშვიდდეს, „რუსთავი 2“ იქნება მშვიდად და მშვენივრად

„რუსთავი 2“ იყო მაშინ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები 2012 წელს, „რუსთავი 2“ იყო მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები, იყო მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს „რუსთავი 2“ არავისთვის, – ასეთი კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტეის კითხვაზე, რომელიც საქართელოში მედიაგარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ვითარებაში გარკვევის შემდეგ, ყველა ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის საკითხი სასამართლოს საქმეა.

„თამამად მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო მდივნის გარდა, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ორგანიზაციები ამ საკითხს სვამენ. ყველგან არის ძალიან კორექტული, ძალიან გაგებითი დამოკიდებულება, ყველა ცალსახად და მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის სასასმართლოს საქმე. უბრალოდ, ვინაიდან მათ აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, ვითომდა რაღაც პრობლემა არსებობს, როდესაც ვუხსნით, ყველაფერი გასაგებია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არანაირ გავლენას არ მოახდენს “რუსთავი2”-ის საქმე არჩევნებზე, პირიქით, ყველა მიხვდება, რომ სახელმწიფო ღირსეულად, ცივილიზებულად აკვირდება ამას. „რუსთავი 2“ იყო მაშინ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები 2012 წელს, „რუსთავი 2“ იყო მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები, იყო მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს „რუსთავი 2“ არავისთვის, ამიტომ უნდა დამშვიდდეს „რუსთავი 2“, საზოგადოება, ყველაფერი ჩაივლის კარგად, არჩევნები ჩაივლის კარგად და „რუსთავი 2“ იქნება მშვიდად და მშვენივრად”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდუნია მიატოვიჩი: მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე: ჩვენ არავითარ შემთხვევაში პრორუსული ძალა არ ვართ, ჩვენ პროქართული ძალა ვართ