პაატა ზაქარეიშვილი პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში რუსულ ფაქტორს გამორიცხავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში რუსულ ფაქტორს გამორიცხავს.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ყველაფერი ქართულ-აფხაზურ დონეზე წყდებოდა.
“ეს არ იყო პირადი. ეს იყო ორმხრივი ურთიერთობები. არაფერი საერთო ამ მოლაპარაკებებში პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით არასდროს, არც ერთ ეტაპზე, არც ერთ წამს, არც ერთ წუთს, რუსული ფაქტორი არ გაჩენილა. მე არასოდეს მქონია კონტაქტები რუსეთიდან არანაირ ფიგურასთან. პრაქტიკულად ოსურ მხარესთანაც კი არ მქონდა კონტაქტები. კონტაქტები მქონდა აფხაზურ დონეზე. ქართულ-აფხაზურ დონეზე წყდებოდა ყველაფერი. თუ ისინი მერე სადმე მიდიოდნენ და ვიღაცას ელაპარაკებოდნენ, ამის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი. იყო ძალიან რთული მოლაპარაკებები და აშკარად ჩანდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დონეზე მიიღებოდა გადაწყვეტილებები. ვერავინ დამიდებს ვერანაირ დოკუმენტს, ჩემს დონეზე არასდროს არანაირი ფორმატით არ ყოფილა რუსული ფაქტორი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში აშშ-ს საელჩოსთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც აფეთქებით იმუქრებოდა
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლიას საგანგებო განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე (ვიდეო)