პაატა ზაქარეიშვილი: მსგავსი გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან არ იქნება მიღებული

პაატა ზაქარეიშვილი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, აგრეთვე დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების გაუქმების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც შესაბამისი კითხვის პასუხად ჟურნალისტებს ზაქარეიშვილმა განუცხადა, ამგვარი გადაწყვეტილების თაობაზე არაფერი გაუგია.
ამასთან, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ზოგადად რეორგანიზაცია და რეფორმა ცუდი არ არის, ბუნებრივია, მაგრამ აღნიშნულის შესახებ მას არაფერი სმენია.
“ეს რომ სიმართლე იყოს, აუცილებლად მეცოდინებოდა. მსგავსი გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან არ იქნება მიღებული”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზა გაიხსნა
შემდეგი სტატიააშშ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი