პაატა ზაქარეიშვილი: ყოველ წელს ვთავაზობთ სამხრეთ ოსეთს გაზის მიწოდებას, მაგრამ მათგან უარია

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟი

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „გაზპრომთან“ დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთს საქართველო გაზის მიწოდების აღდგენას სთავაზობდა.

„ყოველი ზამთრის დადგომის წინ, ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ მზად ვართ აღვადგინოთ გაზის მიწოდება ახალგორის რაიონში. ისინი ელოდებიან რუსეთის გაზს. ამასობაში ყინავენ საკუთარ მოსახლეობას, სკოლებს, საავადმყოფოებს და ასე შემდეგ. მე არ ვიცი რა თქვა ბატონმა თიბილოვმა, მაგრამ ის თემა, რომ ჩვენ მათ გაზს ვთავაზობდით და ისინი უარს ამბობდნენ, ამაში ახალი არაფერია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტისგან ე.წ რესპუბლიკის გაზიფიკაციაში დახმარების პირობა მიიღო და ამ მიზნით გაზპრომის ერთ-ერთმა ინსტიტუტმა გაზიფიკაციის სქემა შეიმუშავა.

banner
წინა სტატიაში“გვაშფოთებს ის ახალი ამბები, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოვისმინეთ”
შემდეგი სტატიაევროკავშირი – საქართველოს საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლიცია მიიღო