21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

პაატა ზაქარეიშვილი: ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია

ექსპერტი, პაატა ზაქარეშვილი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მთელი მანქანა ამუშვდეს და “მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.“

,,მისი განადგურების წინააღმდეგ ყველაფერი მოსალოდნელია, მათ შორის მოულოდნელი სიკვდილიც კი, – ამბობს ის “თეა ადეიშვილის დღის ამბებში.

მისივე თქმით, “სამართლებრივ“ კონტექსტშიც უფრო გამკაცრდება მის მიმართ დამოკიდებულება და შესაძლოა, სხვადასხვა საქმეები აღიძრას.

,,ღარიბაშვილის წინააღმდეგ ამუშავდება მთელი მანქანა. მისი განადგურების წინააღმდეგ ყველაფერი მოსალოდნელია, მათ შორის მოულოდნელი სიკვდილიც კი. არ გამოვრიცხავ არაფერს. “სამართლებრივ“ კონტექსტში კი შესაძლებელია, უფრო გამკაცრდეს მის მიმართ დამოკიდებულება და სხვადასხვა საქმეები აღიძრას.

ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, იმ ხალხის მხრიდან, ვისაც არ უნდა, რომ მას ილაპარაკოს. სახელმწიფოს არა, მაგრამ კონკრეტულმა ადამიანმა, ვისაც ხელი მიუწვდება, გარკვეული ქმედება განახორციელოს. გამორიცხული არაფერია. სამართლებრივი დევნის გარდა, არ არის გამორიცხული მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდეს, ჯანმრთელობას, შესაძლოა, სასტიკი ცემა. ბაჩიაშვილს არ სცემეს ციხეში?,– განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ წელს ყველაზე მეტი პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია თამაზ ელიზბარაშვილს მხარდაჭერას უცხადებს