პაატა ზაქარეიშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება წარმოუდგენელია

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გადახედვაზე პრეზიდენტის გარდა ხელისუფლკების სხვა წარმომადგენლებიც საუბრობენ. მარგველაშვილის ინიციატივას, რომ დაზუსტდეს და კონკრეტულად განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა.

ზაქარეიშვილის განმარტებით, მოლაპარაკებები ომის დროსაც მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, თუკი საუბარი ფორმატის გაუქმებაზე იქნება, ეს გაუმართლებელია და ის, ვინც ამ ინიციატივით გამოდის, პოლიტიკაში ვერ ერკვევა:

„ყველა საჭირბოროტო საკითხი განიხილება. ფორმატში არ არის პრობლემა, ეს არის პრაგმატული ფორმატი, სადაც ხელი არაფერს ეწერება, ეს ფორმატი რომ არ იყოს, სად უნდა განვიხილოთ? ფორმატის გაუქმება გამორიცხულია და ვინც ასეთ საკითხს სვამს, წარმოდგენაც კი არ აქვს, რისთვის არის იგი საჭირო“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: რუსეთთან დიალოგი კატეგორიულად აუცილებელია
შემდეგი სტატიაავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია გამართეს