პაატა სალია „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს დღეს საღამოს შეხვდება

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსს, ირაკლი ნიჟარაძეს და HR-ის უფროსს, თამილა გველესიანს შეხვდა.

როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ჟურნალისტს ერთობლივად საღამოს, დიდ დარბაზში შეხვდება და მათ კითხვებს მოისმენს.

„შევხვდი ფინანსური სამსახურის უფროსს ირაკლი ნიჟარაძეს და HR-ის ხელმძღვანელს თამილა გველესიანს. თამილა გველესიანთან საკმაოდ კარგი და ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მან ისაუბრა კომპანიაში არსებულ სულისკვეთებაზე, ასევე გამაცნო ზოგადად ტელევიზიის სტრუქტურა, ამიხსნა როგორ მუშაობს კომპანია. ფინანსისტებს ჯერჯერობით არ შევხვედრივარ. მათ ცოტა მოგვიანებით შევხვდებით. საღამოს, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო გამოშვებები დასრულდება, ყველა ჟურნალისტთან მექნება შეხვედრა. ერთობლივად ყველას შევხვდებით, ერთ დიდ დარბაზში. ყველა შეკითხვაზე ვეცდები პასუხი გავცე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

banner
წინა სტატიაში„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან” – პრემიერი “რუსთავი2”-ზე
შემდეგი სტატიაპაატა სალია – დოკუმენტი, რომელსაც ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია