პაატა სალია რუსთავი 2-ის მფლობელების განცხადებას პასუხობს

პაატა სალია რუსთავი 2-ის მფლობელების განცხადებას პასუხობს

ყარამანაშვილები: არ ვაპირებთ პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციასპაატა სალია რუსთავი 2-ის მფლობელების განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ყარამანიშვილების, მიერ სამაუწყებლო კომპანიისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე უარის თქმა არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს.

“სამწუხაროდ ყარამანიშვილების მხრიდან შერჩეულია კომფრონტაციული ტონი, ჩემი აზრით ეს არ ტოვებს სხვა საშუალებას, რომ მმართველებმა განახორციელონ დაკისრებული ფუნქციები მათ პირდაპირ ევალებათ, რომ დაიწყონ მოქმედება და ამან შეიძლება მიაყენოს კომპანიას გარკვეული ზიანი თუ ისინი არ იმოქმედებენ. ვთვლი, რომ ყარამანიშვილების ამ ტიპის განცხადება არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს,”-აცხადებს პაატა სალია.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართოს მიერ რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად დანიშნულმა დავით დვალიმა და რევაზ საყევარიშვილმა სამაუწყებლო კომპანიას შესთავაზეს დროებით ხელმძღვანელად დანიშნულიყო მათ მიერ დასახელებული კანდიდატი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ფსიქიურად დაავადებულმა შვილმა დედა მოკლა
შემდეგი სტატიათამთა მურადაშვილი: მოპასუხე მხარე არის პრობლემის ძირითადი წყარო