პაატა სალია – ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან შეხვედრას აპირებს

region
ავტ.: region ივლისი 20, 2019 13:08

პაატა სალია – ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან შეხვედრას აპირებს

„რუსთავი 2-“ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შესაძლოა, დღეს ან ხვალ შეხვდეს.

ჯერ უცნობია, ძალაში რჩება თუ არა 2017 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი 2“-ის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში დვალსა და აქიმიძეს წილის 50 პროცენტს გადასცემდა, დვალი კი, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებდა.

,,მოგეხსენებათ, ასე არ ხდება ცხოვრებაში, რომ ყველაფერი ერთ წამში ვიცოდეთ, რისი ცოდნაც გვინდა და ერთ წამში წყდებოდეს ყველა საკითხი. ამიტომ, გვმართებს მოთმინება. მთავარი ახლა არის, რომ არ დაზიანდეს ტელეკომპანიის ინტერესები და არხმა გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მუშაობდა. დანარჩენი დროის საკითხია. ისინი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. შესაძლოა, დღესაც, ხვალაც. მაშინ, როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა, გადაწყდება ეს საკითხებიც და ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, – განაცხადა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

region
ავტ.: region ივლისი 20, 2019 13:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics