30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

პაატა სალია ხოშტარიაზე: სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ შედის – უბრალოდ საბუთები ვერ მოგვაწოდეს

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას სპეკულაცია უწოდა ბრალდებას, თითქოს პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმის შესვლას ხელოვნურად აფერხებს. მინისტრის განმარტებით, შეფერხების რეალური მიზეზი ისაა, რომ უწყებას ექიმის პირადობის მოწმობისა და მისი სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები ვერ მიაწოდეს.

სალიას თქმით, პენიტენციური სამსახური მზად არის დაუშვას ექიმი, როგორც კი საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი იქნება. რაც შეეხება ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, მინისტრი აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერია:

„საბედნიეროდ, ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის, როგორც ჩვენ ვიცით სამედიცინო პერსონალისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოიტანონ შესაბამისი დოკუმენტაცია, შებრძანდეს ექიმი“, — განაცხადა პაატა სალიამ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი საძაგლიშვილი: მოსამართლისთვის კომფორტულია პოლიტიკური ლიდერები ადვოკატების გარეშე გაასამართლოს
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ცხინვალში მიმდინარე პროცესები “ნაციონალური მოძრაობის” უგუნური პოლიტიკის შედეგია