პაატა სალია – ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია იმ დოკუმენტზეც, რომელიც ოქრუაშვილმა ბერლინის შეთანხმებაზე ხელმოწერის შესადარებლად ექსპერტიზაზე წარადგინა

სააპალაციოს მიერ რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოს

ქიბარ ხალვაშის ხელმოწერები გაყალბებულია იმ დოკუმენტზეც, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა 2010 წლის ბერლინის შეთანხმებაზე ხელმოწერის შესადარებლად ექსპერტიზაზე წარადგინა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, შუამდგომლობის საფუძველზე, სადაც იხილებოდა ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, წარადგინეს დოკუმენტი, რომლითაც „რუსთავი 2“-ის წილებზე აცხადებს პრეტენზიას ოქრუაშვილი.

„მოვითხოვე კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტზე. აბსურდულად მიგვაჩნია მოთხოვნები, რაც იყო სარჩელში. ახლა ამ დოკუმენტებით ოქრუაშვილი ცდილობს, ახალი მოთხოვნა წამოაყენოს „რუსთავი 2“-ის წილებზე. დღევანდელი პროცედურა იყო კალიგრაფიული ექსპერტიზა, რამდენიმე ფურცელზე ქიბარ ხალვაშმა მოაწერა ხელი, ამას ესწრებოდა ოქრუაშვილის წარმომადგენელი. ჩვენი სიმართლის დამადასტურებელი არის რამდენიმე ფაქტი, დოკუმენტი და გარემოება. თუ ვიზუალურად შეადარებთ ქიბარ ხალვაშის სხვა ხელმოწერას, რომელიც სხვა დოკუმენტზეა გაკეთებული და ამ დოკუმენტზე გაკეთებულ ხელმოწერას, ვიზუალურად არის განსხვავება. თუმცა ჩვენ ექსპერტები არ ვართ და ეს საქმე მივანდოთ ექსპერტიზას. არის კიდევ ერთი გარემოება – არსებობს სამი ექსპერტიზის დასკვნა, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში აპელირებდა ოქრუაშვილი, მათ შორის ერთი არის საფრანგეთში და ორი საქართველოში ჩატარებული.

ქიბარ ხალვაშმა 2010 წლის 4 თებერვალს ბერლინში ხელი მოაწერა ცალმხრივად ამ ხელშეკრულებას და მეორე ეგზემპლარები უნდა წაეღოთ პარიზში, სადაც ცხოვრობდა ეროსი კიწმარიშვილი და მას პარიზში უნდა მოეწერა, ასეც მოხდა.

„ექსპერტებს რამდენიმე ხელმოწერა სჭირდებათ, რომ რაღაც დასკვნამდე მივიდნენ. ჩვენ დღეს გვაქვს გერმანელი ნოტარიუსის წერილი და მისი არქივიდან გადმოგზავნილი დოკუმენტი, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ქიბარ ხალვაში მასთან მივიდა და მხოლოდ ბოლო გვერდზე მოაწერა ხელი. ამას ადასტურებს გერმანელი ნოტარიუსი წერილობითაც და წესიც ასეთია. ანალოგიური რამე მოხდა ეროსი კიწმარიშვილთან პარიზში, როდესაც მან 30 მარტს ბოლო გვერდზე მოაწერა ხელი და ფრანგმა ნოტარიუსმა დასვა შტამპი, რითაც დაადასტურა კიწმარიშვილის ხელმოწერის ნამდვილობა და ფრანგულადაც გარკვევით წერია, ერთ ხელმოწერაზე არის საუბარი. შემდგომ ჩვენთვის გაურკვეველი მანქანებით ხდება ხელმოწერების გაჩენა ყველა გვერდზე წარმოიდგინეთ, ორი ხელმოწერაა ქიბარ ხალვაშის, რომელიც უნდა შედარდეს. ვიცი ხალვაშისგან, რომ ერთგვერდიან დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და არც უნახავს მსგავსი დოკუმენტი და პირადადაც არ ჰგონია მსგავსი შეთანხმება ოქრუაშვილთან. შესაბამისად, ხალვაშის ხელმოწერა რადგან არის, ე.ი. ყალბია. მე ვენდობი ამ ადამიანს, მჯერა, ლოგიკურადაც არ მოაწერდა ამგვარ შეთანხმებას ხელს“, – აცხადებს სალია.

banner
წინა სტატიაშირაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ
შემდეგი სტატიასტიქია წალენჯიხაში (Foto)