21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

პაატა სალია: გაერო-ს ფორუმის თბილისში ჩატარება საქართველოს რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა

თბილისში საჯარო სერვისების გაერო-ს მაღალი დონის ფორუმი დასრულდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საქართველოში პირველად გამართული საჯარო სერვისების გაერო-ს 3-დღიანი ფორუმი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, ლი ჯუნჰუამ შეაჯამეს. ღონისძიებაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა, მსოფლიო ლიდერებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციებზე, გამჭვირვალობასა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს.

პაატა სალიას განცხადებით, ამ მასშტაბის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომლებსაც საქართველო წლებია წარმატებით ახორციელებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე საჯარო მმართველობის საფუძველს ქმნის და მის მომავალს განსაზღვრავს. ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაცია, გამჭვირვალობა, ინკლუზიურობა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაძლიერება“, — აღნიშნა სალიამ.

საერთაშორისო ფორუმი ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. მსოფლიოს 62 ქვეყნიდან წარდგენილი 700 ინოვაციური პროექტიდან, 4 სხვადასხვა ნომინაციაში 12 საუკეთესო გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც პაატა სალიამ და ლი ჯუნჰუამ დააჯილდოვეს.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე: რუსეთი ცხინვალის რეგიონის იურიდიულ ანექსიას ახორციელებს, “ოცნების” დუმილი კი კაპიტულაციაა
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: ალასკაზე ტრამპსა და პუტინს შორის უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა