პაატა სალია – დოკუმენტი, რომელსაც ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია

„რუსთავი 2“-ს ახალი გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს ყალბია.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, დავა უკვე სასამართლო წარმოებაშია.

„ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში საკითხი, რომ არის გაყალბებული დოკუმენტი. მაშინ ფულადი მოთხოვნა ჰქონდა, თითქოს 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს. ქიბარ ხალვაში თითქოს ადასტურებდა ამას და უკან უნდა დაებრუნებინა სარგებლით, ანუ პროცენტით ქიბარ ხალვაშს ეს თანხა. სესხი მისცა პროცენტიანი და მეორე ნაწილი იყო ხელშეკრულების „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში, თუკი ქიბარ ხალვაში იჩივლებდა 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა ოქრუაშვილისთვის. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ არის ყალბი და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს“, – განაცხადა სალიამ.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანეს. ამასთან, „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა დღეს აღნიშნა, სარჩელის შეტანის საფუძველი არის შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც 2010 წელს ქალაქ ბერლინში დაიდო.

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს დღეს საღამოს შეხვდება
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი მფლობელები სტრასბურგის გადაწყვეტილებას დიდ პალატაში გაასაჩივრებენ