როგორც კი ამ ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მის წინააღმდეგ მოხდა დანაშაული, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ჩვენ არასდროს არ ვუარყობთ იმას, რომ სისტემაში შეიძლება იყოს დანაშაული,- ამბობს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე საუბრისას პროპაგანდისტული ტვ იმედის ეთერში.
,,დღევანდელ ვითარებაში სისტემურ დანაშაულს არ აქვს ადგილი. ერთეული შემთხვევები თუ სადმე გამოვლინდება, ამისგან დაზღვეული არცერთი ქვეყანა არ არის. ყველგან შეიძლება თანამშრომლის რაიმე გადაცდომა, თუნდაც დანაშაული ჩაიდინოს. მაგრამ, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე არის რეაგირება”,- ამბობს პაატა სალია.














