7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

პაატა სალია: ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში.

“ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ნიშნავს ახალ შესაძლებლობას კონკრეტული რეგიონისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო თავად რეგიონი – დამატებითი განვითარების შესაძლებლობას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მეტ ეკონომიკურ აქტივობას.

ახალი იუსტიციის სახელბი გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში.ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე,” – განაცხადა პაატა სალიამ.

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი საზეიმოდ გახსნეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიკლაუდია შეინბაუმი: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კუბელი ხალხის მხარდაჭერა
შემდეგი სტატიამთავრობა ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარების შეზღუდვასაც გეგმავს