პაატა სალია აცხადებს, რომ ჟურნალისტთა მოთხოვნებზე ქიბარ ხალვაშთან სავარაუდოდ დღეს ისაუბრებს

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ჟურნალისტთა მოთხოვნების თაობაზე ქიბარ ხალვაშთან მას ჯერ არ უსაუბრია.

საუბარია ჟურნალისტთა ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ისეთი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას, რომლის გარეშეც საკადრო გადაწყვეტილებები ვერ მიიღება.

სალია ამბობს, რომ ჟურნალისტთა ამ შეთავაზებაზე ქიბარ ხალვაშთან ის სავარაუდოდ, დღეს ისაუბრებს და გადაწყვეტილება ყველასთვის იქნება ცნობილი.

,,ეს კერძო ტელეკომპანიაა. და მისი მესაკუთრის გადასაწყვეტია ფაქტობრივად ყველაფერი, მაგრამ ვითვალისწინებთ მოთხოვნებს, რომლებიც აქვთ ჟურნალისტებს. სწორედ მათი პოზიციების და მოთხოვნების გათვალისწინებით ითქვა ჩვენგან, რომ არ ვაპირებთ ჩარევას სარედაქციო პოლიტიკაში. ყოველდღე შეგეძლებათ ნახოთ, რომ არავინ არ ერევა მათ სარედაქციო საქმიანობაში და არავინ ხელს არ უშლის მათ გააკეთონ კრიტიკული გამონათქვამები, მათ შორის დირექტორის მიმართაც, მესაკუთრის მიმართაც“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

ახალი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ის დღესაც შეხვდება თანამშრომლებს და მათ პოზიციებს მოისმენს.

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია – ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს ის თანხა, რაც წინა მენეჯმენტმა ტელევიზიაში დატოვა ​
შემდეგი სტატიაპაატა სალია – ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან შეხვედრას აპირებს