პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დააკონკრეტოს, ხვალ დაგეგმილი აქციის შინაარსი და მიზანი

ოპოზიციონერ დეპუტატს, პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დააკონკრეტოს, ხვალ დაგეგმილი აქციის შინაარსი და მიზანი.

„მთავარია, საპროტესტო აქციის შინაარსი და მიზნები. როგორც კი, ორგანიზატორები ისაუბრებენ უფრო მეტს აქციის შინაარსსა და მიზნებზე, ამის შემდეგ გადავწყვეტ, ამ პროცესში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას. როგორც ვიცი, აქციაზე პარტიული დროშებით მისვლას და ფრიალს არავინ გვთხოვს, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ, შევუერთდეთ თუ არა. ერთია, მიტინგზე გახმოვანებული საკითხები და მეორეა, ორგანიზატორი როგორ ხედავს პროცესს. „თავისუფლება მიშას“ – ყველა აქციის მოთხოვნა იყო, მაგრამ თუ კიდევ იქნება ის საკითხები, რაც უკავშირდება სასამართლო რეფორმას, შერიგებას, მაშინ უფრო მეტი მოტივაცია მექნება, აქციაზე მივიდე. ახლა იმდენი მოტივაცია არ მაქვს, მივიდე. დაბადების დღეზე აქციის გამართვა, ვერ ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურა გიორგი კალანდაძის დაკავებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს