8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

პაატა მანჯგალაძე: ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, არ გააკრიტიკებს მას, ვინც საპროცესოს აფორმებს

“ამას წინათ ვნახე ჟურნალისტი კითხულობდა, რამე დაპირისპირება ხომ არ არის საპროცესოს საკითხზე გამსვლელებსა და დამრჩენებს შორისო.

მე მესმის, გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი მაგრამ ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება რომ ეს უსამართლო მსჯავრი აიტანო არათუ არ გააკრიტიკებს მას, ვინც საპროცესოს აფორმებს, არამედ ესმის კიდეც მისი.

პროპაგანდა ისედაც სიძულვილში და სიცრუეში ახრჩობს ყველაფერს და ჩემი მოკრძალებული აზრია, იქნებ ჩვენ მაინც არ მივეხმაროთ მათ ამაში.

მეტი ერთიანობა, მეტი თანადგომა, მეტი ერთმანეთის ნდობა, მეტი რწმენა იმის, რომ სინამდვილეში არ არსებობენ სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხებულები.

ჩვენ აქ ყოველთვის გვახსოვხართ და იმავეს ვგრძნობთ თქვენგანაც, ეს გვაძლებინებს სწორედ – თანადგომა.

გაიმარჯვებს საქართველო!” – წერს პაატა მანჯგალაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: გელა გელაძე მამუკა მდინარაძის “კლანის” ინტერესებს ემსახურებოდა
შემდეგი სტატიარატი ბრეგაძე ღარიბაშვილის სასამართლოზე ვიზიტზე: მინდოდა, მეგობარი გამემხნევებინა