პაატა მანჯგალაძე-უმრავლესობას: ტაშს რას უკრავთ? ნამდვილი ტაში ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებმაც ზეწოლის და უთანასწორო ბრძოლის პირობებში მხარი დაუჭირა ოპოზიციას

„მიკვირს ოვაციები და ტაში – რას უკრავთ ტაშს, რომ პანდემია დაამარცხეთ, ეკონომიკური გარღვევა გაქვთ, ინვესტიციები შემოიტანეთ, სამუშაო ადგილები შექმენით, ადამიანები არ შიმშილობენ? ნამდვილი ტაში, ნამდვილი ოვაცია ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც იმ ზეწოლის, იმ უთანასწორო ბრძოლის პირობებში მხარი დაუჭირა ოპოზიციას და ეს არის ასობით ათასი ადამიანი“,- ამის შესახებ ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულს სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს მიმართა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა.

„ტაშს იმსახურებს იზა ჩირგვაძე, რომელიც ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“ იყო, რომელმაც ამხილა სქემა, თუ როგორ აძალებდნენ ადამიანებს სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას. ტაშს იმსახურებს ჩვენი წარმომადგენელი ლანჩხუთში – გვანცა ჩხარტიშვილი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დაგვიდგებოდა გვერდში, მაგრამ არჩევნების დასრულების შემდეგ მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. როგორც კი დამთავრდა არჩევნები, მას გამოართვეს გასაღები, განხორციელდა მასზე ზეწოლა და დღესაც არ იცის, გათავისუფლებულია თუ არა სამსახურიდან. ასევე, ტაში ეკუთვნის ჩვენს წარმომადგენელს, მარტიროს მარკოსიანს, რომელიც მუშაობდა სურსათის უვნებლობის სამსახურში. ის გვეხმარებოდა ნინოწმინდაში და გამოუშვეს სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მამამისი იყო ოპოზიციის სიაში. მინდა, რომ ტაში დავუკრა იმ ძალოვნებს სამეგრელოდან, რომლებსაც იმის გამო, რომ ოპოზიციის მხარეს იყვნენ, ჩაუდეს ხელყუმბარა სახლში და დააპატიმრეს.

ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ბრძოლა, ვინც ამ ბრძოლაში გამოუცხადა თანადგომა ოპოზიციას, ყველა იმსახურებს ტაშს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ მეგრელიშვილი: „ვითანამშრომლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ იქნება რისკი რომ ხელისუფლების ცვლილება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მიზეზი გახდეს“
შემდეგი სტატიამიშა დაუშვილი ქართულ ოცნებას: თქვენ დაამარცხეთ არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ საქართველოს მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, აი ამ ყველაფერზე, ამ მწარე რეალობაზე პასუხისმგებელი ვინ არის დღეს?!