პაატა მანჯგალაძე: თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქოც პროპაგანდას, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს—ღირსებით პუტინისკენ!

“თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქოც პროპაგანდას, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს—ღირსებით პუტინისკენ!

ამერიკა – მტერია

ევროკავშირი – მტერია

ბალტიის ქვეყნები – მტრები არიან

ბრიტანეთი – მტერია

საფრანგეთი – მტერია

გერმანია – მტერია

პოლონეთი – მტერია

უკრაინა – მტერია

დღესაც, 100 წლის შემდეგ, იგივე პროპაგანდაა, იგივე მიზნებით—დაფარონ ღალატი!

მაშინაც ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთი მტერია.

მაშინაც აცხადებდნენ, რომ ბრიტანელები, ფრანგები და ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენი მტრები იყვნენ.

მაშინაც გვყავდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ოკუპანტს ემსახურებოდა.

მათთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს არ აღიარებს, მტერი არ არის. მტრები მხოლოდ ისინი არიან, ვინც ჩვენს ერთობასა და თავისუფლებას იცავს!

ვის ინტერესშია, რომ საქართველო მარტო დარჩეს, მოკავშირეების გარეშე? ვის უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაუცველი იყოს?

პასუხი ყველამ ვიცით—საქართველო მარტო სურთ მათ, ვინც მისი განადგურება უნდა!”-აცხადებს პაატა მანჯგალაძე

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს იდეა
შემდეგი სტატიაამერიკამ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა