“არასწორია აზრი, რომ ხალხმა ვერ გაიმარჯვა ამ არჩევნებზე. სწორია – ხალხმა გაიმარჯვა, მაგრამ რეჟიმი ცდილობს მიიტაცოს ეს გამარჯვება” – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძემ განაცხადა
მანჯგალაძის თქმით ყველაფერი საზოგადოების გამძლეობაზე და მონდომებაზეა და პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს
“არასწორია აზრი, რომ ხალხმა ვერ გაიმარჯვა ამ არჩევნებზე. სწორია – ხალხმა გაიმარჯვა, მაგრამ რეჟიმი ცდილობს მიიტაცოს ეს გამარჯვება.
ახლა ყველაფერი ჩვენს გამძლეობაზე და მონდომებაზეა. პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს.
ხელისუფლებას ახლა მხოლოდ ერთი მოკავშირე ჰყავს – უიმედობა. რომ არაფერი გამოვა, ეს აზრი უნდა უკუვაგდოთ, რადგან თუ წინააღმდეგობას შევწყვეტთ, ეს რეალობაც სანატრელი გახდება, სადაც დღეს ვართ.
თავისუფლების გზაზე ჩავარდნები ბუნებრივია, დანებება – დაუშვებელი” – განაცხადა მანჯგალაძემ