პაატა მანჯგალაძე – საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა სერიოზული მხარდაჭერის გზავნილია, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ჩამოსულა

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა სერიოზული მხარდაჭერის გზავნილია, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ჩამოსულა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა და აქცენტი გააკეთა იმ საკითხებზე, რომლებიც პრობლემატურია.

„ეს არის დიპლომატიური ენა – მან ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე, ასევე სხვა ცვლილებებზე. მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს არ ასრულებს. ფორმულა მუშაობს – რაც უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, უფრო ახლოს ვართ ნატო-სთან. ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის, ასევე არის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხდა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია