პაატა მანჯგალაძე: ქოცური ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, მაშინ სუვერენულები ვიქნებით – სინამდვილეში რუსული სცენარია

“ქოცური ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, მაშინ სუვერენულები ვიქნებით სინამდვილეში არის რუსული სცენარი: მარტო დარჩენილი, გაღატაკებული და დაუცველი საქართველო ზუსტად იმ სცენარისთვის როგორც გაანადგურეს ბელარუსი.

რეალობა ასეთია, ერთ მხარეს – ევროკავშირი, თავისუფლება, დაცულობა, კომფორტი და მეტი შესაძლებლობა.

მეორე მხარეს – ივანიშვილი, ქოცური მოძალადე რეჟიმი და გაძარცვული, გარიყული, დაუცველი საქართველო.

დანარჩენი ქოცური რუსული პროპაგანდაა – ყალბი საფრთხეები და ყოველდღიური შიშის თესვა, რომ ხალხმა აღარ იფიქროს უკეთესზე, დაკარგოს იმედი და შეეგუოს ჭაობს.

სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია. საქართველოს ვერ წაართმევენ მომავალს.

მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ხუბუტიამ ყოფილი მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა (video)
შემდეგი სტატიასანიკიძე: იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს არ დაუწყია ომი 2008 წელს, ამ ყველაფრის გამო თუ მაჯარიმებენ კი ბატონო, დამაჯარიმონ. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადავიხდი ამ ჯარიმებს