პაატა მანჯგალაძე – ქოცებმა და რუსებმა ილოცონ სტალინის გამოსახულებიან ხატზე, ჩვენ კი გავაგრძელოთ ჩვენი სამი მთავარი საუნჯის: ენა, მამული, სარწმუნოების დაცვა, მისთვის შრომა და ლოცვა

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და სამების საკათედრო ტაძრის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ქართველი ხალხი რუსულ პროვოკაციას არ უნდა აყვეს და წინაპართა საქმე ღირსეულად უნდა განაგრძონ:

“ქოცებმა და რუსებმა ილოცონ სტალინის გამოსახულებიან ხატზე, ჩვენ კი, როგორც ჩვენი ღირსეული წინაპრები იქცეოდნენ ისე გავაგრძელოთ ჩვენი სამი მთავარი საუნჯის: ენა, მამული, სარწმუნოების დაცვა, მისთვის შრომა და ლოცვა.

არ ავყვეთ რუსულ პროვოკაციას, ყველაფერი დასრულდება სიმართლის და სინათლის გამარჯვებით! ღმერთმა დალოცოს საქართველო! “ – წერს პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა: საქართველოში ტრაგედიას განასახიერებენ ბუღაძე, ფერაძე, მელაძე, გვარამია ფარსს!
შემდეგი სტატიანატა ფერაძის სახლთან პოლიციის ათობით ეკიპაჟია მობილიზებული (ვიდეო)