პაატა მანჯგალაძე-„ქართულმა ოცნებამ“ და მავნებლური, უგუნური ნაბიჯები გადადგა

„ჩვენ გვჭირდება სწრაფი ცვლილებები, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოეგება გონს და ვერ გადმოდგამს ნაბიჯებს, შემდეგ ასეთი ცვლილებები, ისტორიულად ცნობილია, ხდება ქუჩიდან. ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, მედიატორის შეთავაზებას არ დათანხმდა „ქართული ოცნება“ და ვერც კი მიიყვანეს მთავარი საკითხების განხილვამდე საქმე. შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის ცალსახად „ქართული ოცნებაზე“. ამას მედიატორიც დაადასტურებს მალე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მედიატორის დასახელებულ ყველა პირობას თანხმდებოდა. არც ვაპირებდით დასავლელი პარტნიორების და მეგობრების წინადადების უარყოფას, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ არც მოინდომა ამ წინადადების განხილვა. ოპოზიციაში იმ ფლანგს, რომლესაც უნდოდა უფრო რადიკალური ქმედებები, დამატებითი არგუმენტაცია მიეცა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს და აუცილებელია ქუჩის პროტესტი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – გული მწყდება, რომ თავისი საქმისთვის თავდადებული ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ
შემდეგი სტატიააჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა