პაატა მანჯგალაძე – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საჭიროა, ვიდრე არახამია იტყოდა, ორი წელია, ამაზე ვსაუბრობ

მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო სასამართლოს, უსამართლო რეჟიმის ტყვეობაში და აუცილებელია მისი გათავისუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებაზე, სადაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ საკითხად სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ასახელებს.

„ამ სამი საკითხიდან ჩვენთვის, საქართველოს მომავლისთვის, ქვეყნის ინტერესებისა და თანხმობისთვის საინტერესო არის, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. ამ ნაწილში შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო სასამართლოს, უსამართლო რეჟიმის ტყვეობაში და აუცილებელია მისი გათავისუფლება სამართლიანი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა დავით არახამიას ულტიმატუმს, მანჯგალაძემ აღნიშნა:

„რა ულტიმატუმს, ვიდრე არახამია იტყოდა ამას, ორი წელია, მაგაზე ვსაუბრობ. რა შუაშია არახამია. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საჭიროა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა
შემდეგი სტატიადეკანოიძე – ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობ, მხარი დაუჭიროს „ვეტინგის“ სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში