პაატა მანჯგალაძე კობახიძეზე – როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, აშშ-ში ბოლოჯერ იმყოფება – შეუძლია ბევრი ფოტო გადაიღოს სამახსოვროდ

“აშშ-ს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების” მიმართ” – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვილის რუსულ რეჟიმს უარს ეტყვის:

“მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა. აშშ-ს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების” მიმართ და ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განცხადებებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის “ქართული ოცნების” რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.” – განაცხადა მანჯგალაძემ

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: წალენჯიხა ბოდიშს არ იხდის! თავისუფლება, რომელიც ღირსებით ნაკვებია, კვებავს ჩვენს გულსა და გონებას და ამ ღირსებით ნაკვები თავისუფლების შეხება ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილთან საკანშიც კი
შემდეგი სტატიაქართული სათვისტომოს თავმჯდომარე “ქართულ ოცნებას” “რუსულ მთავრობას” უწოდებს