პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან

“არ ავყვეთ ქოც პროპაგანდას და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მანჯგალაძის თქმით “ქართული ოცნება” რომელიც სკამისა და საშოვარის გარდა ვერაფერს ხედავს, არ შეუძლია ხალხისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხის არა თუ მოგვარება, არამედ საუბარიც კი

“პოლიტიკურად გაკოტრებული და ღირებულებების არმქონე ივანიშვილის პარტიას, რომელიც სკამისა და საშოვარის გარდა ვერაფერს ხედავს, არ შეუძლია ხალხისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხის არა თუ მოგვარება, არამედ საუბარიც კი.

ამიტომ ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან ცრუ საფრთხეზე, რომ შემდეგ ვითომ მისი აქტიურობით გადაჭრას ჩვენს საზოგადოებაში ისედაც არ არსებული პრობლემა.

მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავარი სატკივარი დღეს არის ეკონომიკა, 96%-ით გაზრდილი ფასები და ის, რომ ასეთ პირობებში არ აქვთ შესაბამისი ხელფასები, მათ ამის გამო უწევთ საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის დატოვება.

ეს თუ არ შევაჩერეთ და ეკონომიკური მდგომარეობა თუ არ გამოვასწორეთ, საქართველო დაიცლება ქართველებისაგან და ყველაფერი გვერდით დაგვრჩება! არ ავყვეთ ქოც პროპაგანდას და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს” – პაატა მანჯგალაძე

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საპატრიარქოსა და პატრიარქის შესახებ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები გამაოგნებელია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა