“დღეს გამოქვეყნებული გიორგი ვაშაძის სტრატეგია ერთიანობის შესახებ არის დოკუმენტი სადაც პირველად გვთავაზობენ არა სიტყვებს, არამედ მწყობრ სტრუქტურას, წარმატების გააზრებულ სტრატეგიას.
ეს არ არის ცარიელი მოწოდება „მოდი, შევთანხმდეთ,” ეს არის კონკრეტული მექანიზმი როგორ ვაწყობთ მძლავრ სისტემურ ერთანობას.
ეს არ არის მხოლოდ პარტიების დროებითი კოორდინაცია,ეს არის მძლავრი ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნა კონკრეტული მექანიზმით.
გიორგი ვაშაძემ და სხვა ლიდერებმა თავიანთი ნაბიჯებით დაამტკიცეს,რომ პრინციპების ერთგულება არა მხოლოდ სიტყვა, არამედ მოქმედებაა.
ნდობა იქ იწყება, სადაც ლიდერები არ გარბიან, არ ეძებენ არ არსებულ, ფუჭ, იოლ გზებს, ისინი დგანან ხალხთან ერთად ბოლომდე.
სისტემური, სტრუქტურული ერთიანობა ერთადერთი გზაა გამარჯვებისთვის, დაქსაქსულობა ყოველთვის ნიშნავდა მარცხს.
ხოლო ერთიანობა ნიშნავს:
მეტ ძალას;
მეტ ნდობას;
მეტ იმედს;
და რეალურ შესაძლებლობას გამარჯვებისთვის.
ეს ხალხმა იცის. უბრალოდ ელოდება პირველ მწყობრ ნაბიჯებს ჩვენგან.
ჩვენ მზად ვართ ვაკეთოთ ის, რასაც წლებია ხალხი ითხოვს- კომპრომისი, ერთიანობა, მოქმედება, მწყობრი წინააღმდეგობა.
გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის ახალი შანსი და გამარჯვების რეალური გზა.”- პაატა მანჯგალაძე
















