პაატა მანჯგალაძე: ძალიან მძიმე და რთულია მოლაპარაკებაა „ქართულ ოცნებასთან“

ძალიან მძიმე და რთულია მოლაპარაკებაა „ქართულ ოცნებასთან“, ვინაიდან საქმე გვაქვს ძალასთან და ხალხთან, რომლებისთვისაც ძალაუფლება წარმოადგენს ყველაფერს. ეს არის მოცემულობა და კიდევ უფრო მძიმე არის ის, რომ არც კობახიძეს არც ირაკლი ღარიბაშვილს ძალაუფლება არ მიუღია ხალხისგან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თითოეულმა ლიდერმა უნდა იგრძნოს, თუ არ წავლენ კომპრომისზე საკუთრად ხალხთან, თუ ხელს შეუშლიან პროგრესს, მოვლენები გადაინაცვლებს ქუჩაში და ცვლილებებს განახორციელებს ხალხი.

„ჩვენ რაც შეგვიძლია დავთმოთ, მაქსიმუმ, ვიტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სიმართლე, არჩევნები გაყალბდა. „ქართულ ოცნებას“ აქვს თავისი სიმართლე, რომ არ გაყალბდა. მოდით, ჩვენ შორის დავაში შემოვიყვანოთ ხალხი, როგორც ხელისუფლების წყარო, ხალხმა გადაწყვიტოს. ამაზე სამართლიანი იდეა ხომ არ არსებობს, ეს არის ოქროს შუალედი. თუ ეს იდეა არ გაიმარჯვებს, დამარცხდება საქართველო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრები დღეიდან დაიწყება
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე: შენ ვინა ხარ? დებილი დედაკაცი, დააყენე შენი რაღაცა რაა…