პაატა მანჯგალაძე: ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ

“თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს ქოცური აბსურდის სახელმწიფო სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, არჩევნები გაქვს – გამარჯვების უფლება არა.

მშვიდობა სიჩუმეა;

მოძალადე – დაცული;

ხალხი – დაუცველი.

თუ ფიქრობ – საშიში ხარ;

თუ ხმას იღებ უკვე დამნაშავე ხარ;

თუ იბრძვი – უცხოეთის აგენტი;

თუ აპროტესტებ – პროვოკატორი.

ეს არის ქოცური სახელმწიფო, ავტოკრატიაში შეფუთული ფარსი. რეჟიმი, რომელიც ყოველ დღე ცდილობს გაგანადგუროს შიშით, ძალადობით და პროპაგანდით.

აქ მთავარი კანონებია:

• ომი — მშვიდობაა

• თავისუფლება — მონობა

უფროსო ძმა ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის!

თუ ეგუები არ გაქვს წარსული, აღარ გეკუთვნის აწყმო, მომავალს კი სხვები განსაზღვრავენ. მათი ძალა შიშზე და ჩვენს სიჩუმეზე, უმოქმედობაზე დგას.

ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ.

გვჯეროდეს ერთმანეთის და თავისუფალი საქართველოსი. ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – პაატა მანჯგალაძე

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ეს იქნება პასუხი იმ სასტიკ რეპრესიებზე, დაპატიმრებებზე, იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ დღეს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს, იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყოველდღიური თავდასხმების ქვეშაა
შემდეგი სტატია“ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს