პაატა მანჯგალაძე – ჩინეთის მიერ უარის თქმა ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას
“ნუ ატყუებთ ხალხს! ჩინეთის მიერ უარის თქმა ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს არის იმ ავნებლური ანტიქართული, ანტიეროვნული პოლიტიკის პირდაპირი მტკიცებულება რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს სინამდვილეში.
არანაირი უსაფრთხოება და სუვერენიტეტის დაცვა არ არსებობს აშშ-ს და ევროპის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე.
კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს!” – განაცხადა მანჯგალაძემ