პაატა იმნაძე: ველოდებოდით ახალ ალგორითმს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს კორონავირუსზე ტესტირება ამ ეტაპზე არ უტარდებათ.

პაატა იმნაძის თქმით, ახალი ალგორითმით ჩამოყალიბდება იმ მაღალი რისკის პროფესიების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლებიც ტესტირებას დაექვემდებარებიან.

„ველოდებოდით ახალ ალგორითმს, რომელიც უკვე ხელმოწერილია მინისტრის მიერ. ამ ახალი ალგორითმებით ერთ-ერთი გამოყოფილია მაღალი რისკის პროფესიები. მაღალი რისკის მქონე პროფესიების პერიოდულ ტესტირებებზეა საუბარი“, – განმარტა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ვერ წყვეტენ მუშაობას, შესაძლოა პერიოდულად ჩაუტარდეთ​ კვლევა.

„რა თქმა უნდა, თუ ვინმეს რაიმე სიმპტომები ექნება, ის უკვე აღარ განიხილება უბრალოდ პროფესიული თვალსაზრისით რისკის ჯგუფად, ის უკვე იქნება რისკის ჯგუფი ინფიცირების თვალსაზრისით და მას, როგორც ყველას სხვას ამ ქვეყანაში, ჩაუტარდება დიაგნოსტიკა ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – ჩვენი რეკომენდაციები ეხებათ მორწმუნეებსაც და ათეისტებსაც
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს სამ პაციენტს მათ შორის ორ ბავშვს კორონავირუსი არ დაუდსურდა