პაატა იმნაძე: უცხოელ პილოტს კორონავირუსი სასტუმროში, თვითიზოლაციაში ყოფნისას დაუდასტურდა

უცხოელ პილოტს კორონავირუსი სასტუმროში, თვითიზოლაციაში ყოფნისას დაუდასტურდა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ის თავის ნომერში იმყოფებოდა და როგორც კი კორონავირუსზე აღებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საუბარია ავსტრიელ პილოტზე, რომელიც საავადმყოფოში სასტუმრო „ჰილტონიდან“ გადაიყვანეს. აჭარაში საკარანტინო ზონაში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინო სივრცეები ანაკლიასა და მესტიაში მოეწყო