პაატა იმნაძე: თუკი ჩინური რომელიმე ვაქცინა პრეკვალიფიცირებული იქნება, მაშინ საქართველო მის შემოტანას განიხილავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თუკი ჩინური რომელიმე ვაქცინა პრეკვალიფიცირებული იქნება, მაშინ საქართველო მის შემოტანას განიხილავს. ფორმულას ეთერში, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” ინტერვიუსას იმნაძემ აღნიშა, რომ ისინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავქცინებიდან აარჩევენ.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რომელიც იქნება პრეკვალიფიცირებული, მერე იქედან რომელსაც გვინდა ავარჩევთ.

თუ ჩინური ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციას, მაშინ, ამაზე რა წინააღმდეგობა იქნება, არ მესმის. თუ იქნება აღიარებული, რატომაც არა?” – ამბობს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძის თქმითვე, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია კოვაქს პლატფორმასა და პარტნიორ ქვეყნებზე, როდის მიაწვდიან ვაქცინას.

დაავადებათა კონტროლიის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებისას, სწავლა შესაძლოა, ჯერ პატარა ქალაქებში/სოფლებში დაიწყოს და მოგვიანებით, დიდ ქალაქებში. ფორმულას ეთერში, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვები თავიდან მხოლოდ 6 დიდ ქალაქს შეეხო და დეკემბრამდე სოფლის სკოლები ფუნქციონირებდა.

“როდესაც დაიწყება სწავლა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ცოტა უფრო გვიან დაიწყოს სწავლა დიდ ქალაქებში, ვიდრე სხვა დასახლებებში”, – ამბობს იმნაძე.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია
შემდეგი სტატიავოლსკი: სამართლებრივი საფუძველის ძებნას ერთგვარ პლებისციტში, შესაძლოა ეს თემა განხილულ იქნეს