პაატა იმნაძე – სპორტული დარბაზების გახსნას ცოტა დრო კიდევ დასჭირდება, ჯერ შეზღუდვების მოხსნის შედეგები უნდა ვნახოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სპორტული დარბაზები, რა თქმა უნდა, გაიხსნება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ.

„რა თქმა უნდა გაიხსნება, ალბათ ცოტა დრო კიდევ დასჭირდება. ამდენი რამე გაიხსნა, ჯერ შედეგები ვნახოთ და მერე ალბათ ესენიც გაიხსნება. დახურულ სივრცეებში ადამიანები ჭადრაკის სათამაშოდ ხომ არ შედიან, ფიზიკური, ძლიერი დატვირთვა აქვთ, ნიღბებით ხომ ვერ ივარჯიშებენ? გივარჯიშიათ ოდესმე იქ? არ ყოფილხართ? მაშინ ფილმებში ნახეთ, რას აკეთებენ იქ ადამიანები. იქ ადამიანები ინტენსიურად ვარჯიშობენ. ინტენსიური ვარჯიშის დროს ასევე ინტენსიურად გამოიყოფა ადამიანისაგან ჰაერის ნაკადები“,- განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების გათიშვის, ასევე პირბადის გამოყენების რეგულაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია და მომავალი ოთხი თვე ამისთვის უნდა იქნას გამოყენებული