პაატა იმნაძე: შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის ინფიცირების წყარო დადგენილი გვაქვს

სპეციალისტებმა მარნეულელი 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დაადგინეს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის დირექტორის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, წყარო პაციენტის ნათესავია, რომელმაც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა.

„შეგვიძლია უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის ინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან“, – აღნიშნა იმნაძემ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშივენიდან საქართველოში დაბრუნებული 175 მოქალაქე კარანტინში გადავა
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში ვირუსის სიპტომებით ოთხი ადამიანი შეიყვანეს