პაატა იმნაძე – შანსი, რომ საარჩევნო უბანზე ადამიანს კორონავირუსი გადაედოს, პრაქტიკულად არ არსებობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 30, 2020 15:51

პაატა იმნაძე – შანსი, რომ საარჩევნო უბანზე ადამიანს კორონავირუსი გადაედოს, პრაქტიკულად არ არსებობს

თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პტაქრიკულად არ არსებობს შანსი იმისა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე კორონავირუსით დაინფიცირდეს.

„გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არჩევნები ჩატარდა, შემუშავდა ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო კომისიისთვის. პრაქტიკულად, დაცვის მხრივ იქ ისეთი სიტუაციაა შექმნილი როგორც საარჩევნო კომისისების წევრების, ასევე ამომრჩევლებისთვის, რომ თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, რადგან იმის შანსი, რომ იქ ადამიანს ვირუსი გადაედოს, პრაქტიკულად არ არსებობს. ჯერ ერთი, დროც ცოტაა, ნიღბით არის ადამიანი, კალამი ერთჯერადი იქნება, ხელების დამუშავება და სხვა ყველაფერია გათვალისწინებული, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს ხმის მიცემის პროცედურა“, – განაცხადა იმნაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 30, 2020 15:51