პაატა იმნაძე: რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის საკითხი პერიოდულად ახსენდება და რაღაც თემების გადასაფარად იყენებს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის საკითხი პერიოდულად ახსენდება და რაღაც თემების გადასაფარად იყენებს.

პაატა იმნაძემ საქართველოში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, რუსი ექსპერტები არ მივიდნენ ლუგარის ლაბორატორიაში, როცა მიწვეული იყვნენ.

„ახალი და პირველი არ არის. პერიოდულად ახსენდებათ ხოლმე ეს თემა და რაღაც თემების გადასაფარად იყენებენ ხოლმე. ასე რომ, ჩვენ მიჩვეული ვართ ამას. როცა მოვიწვიეთ, მაშინ არ მოვიდნენ. მერეც იყო ამაზე ლაპარაკი. რამდენი ხანი შეიძლება, ერთი და იმავეზე საუბარი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კითხვაზე, რამდენად არიან თანახმა ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების მიღებაზე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ყველაფერი მოლაპარაკების საგანია.

„ყველაფერი მოლაპარაკების საგანია, მოლაპარაკების საგანი იქნება ესეც. რა ფორმატი იქნება, ეს არის შესათანხმებელი. როცა ჩვენ ქვეყანაშიც ბევრმა სკეპტიკოსმა დაინახა ჩვენი ლაბორატორიის როლი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად, ეს თემა გააქტიურდა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიას პასუხი გიგა ბოკერიას – თეა წულუკიანს დავაწინაურებ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ოპოზიციას – გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ