პაატა იმნაძე : როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 40-იც არ არის, რაიმე სტატისტიკაზე საუბარი არასერიოზულია

როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 40-იც არ არის, რაიმე სტატისტიკაზე საუბარი არასერიოზულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებთან დაკავშირებულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იყო თუ არა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი, რაზეც პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ჯერ სტატისტიკაზე საუბარი ნაადრევია.

„როდესაც შემთხვევების რაოდენობა 40-იც არ არის ქვეყანაში რაიმე სტატისტიკაზე საუბარი არასერიოზულია. როდესაც ჩინეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა 75 ათს შემთხვევაზე, იქიდან შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა. ჯერ ბავშვები ისევ რჩება, როგორც დაბალი რისკის მქონე დაავადების მიმღებლობასთან დაკავშირებით, ასევე დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით. თუმცა ბავშვები რისკს წარმოადგენენ, დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგან მათ ძალიან მსუბუქად გადააქვთ და ამიტომ ისინი შეიძლება იყვნენ დამატებითი წყარო გავრცელების, ბაბუებისა და ბაბუებისთის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : ცნობილია კლასტერი, საიდანაც ბოლო 4 პაციენტი დაინფიცირდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებულების მაღალი მატების შემთხვევაში, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ გადავადდეს