პაატა იმნაძე – ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან

„ქვეყანაში დადასტურებული ყველა შემთხვევის კონტაქტებს დღეს ჯერ კიდევ მაქსიმალურად მივდევთ. ჩვენ ვიცით ყველა კონტაქტი, რომელიც იყო ინფიცირებულ და ჰოსპიტალიზებულ ადამიანებთან. მათთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან დაინფიცირდა. არ გვინდა, მდგომარეობა იქამდე მივიყვანოთ, როცა არ გვეცოდინება წყარო, საიდანაც ადამიანი დაინფიცირდა და მთავრობისადმი ამიტომ იყო ჩვენი რჩევა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და საქმე აქამდე არ მივიყვანოთ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში
შემდეგი სტატიათურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა