პაატა იმნაძე: ქვეყანაში დღეისთვის 12 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტია გაკეთებული, ხუთი ათასზე მეტი კი სწრაფი ტესტია ჩატარებული

ქვეყანაში დღეისთვის 12 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტია გაკეთებული, ხუთი ათასზე მეტი კი სწრაფი ტესტია ჩატარებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა.

„ბოლო 24 საათში 822 ტესტი გაკეთდა და აქედან არის 29 შემთხვევა, მაშინ როდესაც გუშინ იყო გაკეთებული 919 ტესტი და იქიდან იყო 25 ახალი შემთხვევა. სულ დღეისთვის გაკეთებულია 12 000-ზე მეტი ტესტი ქვეყანაში, ეს რაც შეეხება „პისიარ“ ტესტირებას. დაახლოებით ხუთი ათასზე მეტი სწრაფი ტესტია გაკეთებული“,- განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: მასობრივ ტესტირებას აქვს თავისი დრო და ადგილი და გაკეთდება თავის დროზე
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: გახარია საერთოდ არ არის ეფექტური კრიზის–მენეჯერი