პაატა იმნაძე: ქვეყანაში დაავადების პიკზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია

ქვეყანაში დაავადების პიკზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, მთავრობა კი მედიკოსების რეკომენდაციებზე მეტს აკეთებს.როდესაც დაგვეწყება აქტიური შიდა გადაცემა, მერე ხდება იმის ანგარიში პიკი როდის მოგვიწევს და იქაც იქნება რამდენიმე ვარიანტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს. მისივე განცხადებით, ჩვენი რეკომენდაციები ცოტათი მეტი იყო ყოველთვის, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, და ჩვენ რა რეკომენდაციებსაც ვაძლევდით, მთავრობა უფრო მეტს აკეთებდა. ასე რომ, ამ ეტაპზე ვახერხებთ იმას, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი და იმედი მაქვს, რომ ასევე გაგრძელდება კონტროლი სიტუაციის“, – აღნიშნა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიდე ფაქტო მთავრობის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილს გადაადგილება არ შეეზღუდა
შემდეგი სტატიაპარიზიდან დაბრუნებული საქართველოს 46 მოქალაქე თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო ზონაში მოათავსეს